დოკუმენტების ხელახალი განხილვისა და სტუდენტთა მომართვის საფუძველზე შეიცვალა სტუდენტთა ქულები.
სია არ არის საბოლოო და სტუდენტების მომართვის საფუძველზე შესაძლოა შეიცვალოს!
1. თსუ რექტორის 12.12.2018 წლის N307/01-01 ბრძანების საფუძველზე სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობა განისაზღვრა 119 სტუდენტით (მიღებულია 212 განაცხადი).
2. იმ შემთხვევაში, თუ დასაფინანსებელთა სიაში ბოლო პოზიციაზე გამოიკვეთა ერთნაირი მონაცემების მქონე ორი ან მეტი კანდიდატი, შერჩევის პროცესში უპირატესობა ენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს უფრო მაღალი GPA.
ამა წლის 19 დეკემბერს 10 საათიდან 12 საათამდე დაინტერესებულ პირებს შეხვდება შესარჩევი კომისიის წარმომადგენელი, რომელიც განიხილავს კონკრეტულ კანდიდატთა პრეტენზიებს.
იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ არ იქნა პრეტენზია მიღებული, საკითხს განიხილავს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ქალბატონი თამარ ზარანდია.
(მის: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ, I კორპუსი, ოთახი N225 (სააქტო დარბაზის გვერდით)
გისურვებთ წარმატებებს!